ევროპელ მკვლევართა ღამე

27 / 28
საქართველო
ნოემბერი, 2020
მოახლოებული აქტივობები

27 ნოემბერი

მკვლევართა ღამის ღონისძიება
სამეცნიერო ბაზრობა
სამეცნიერო პიკნიკები
დააბნიე მეცნიერი

კონკურსები

ლექციები მუზეუმებიდან

26, 27 და 28 ნოემბერს, ევროპელ მკვლევართა ღამის ფარგლებში, პროექტი „მეცნიერება კაპიტანია“ წარმოგიდგენთ ვიდეო ლექციებს მუზეუმებიდან. ნებისმიერ მსურველს შესაძლებლობა ეძლევა, ვირტუალურად შეაღოს კარი საქართველოს მუზეუმებში და მოისმინოს ლექციები სამუზეუმო სივრცეებიდან. ლექციების ნახვა შესაძლებელია პროექტის „მეცნიერება კაპიტანია“ Youtube არხის საშუალებით.

ახალგაზრდა მეცნიერთა ტელე-ლექციები

პროექტის „მეცნიერება კაპიტანია“-ს ფარგლებში განხორციელდა შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის ახალგაზრდა სტიპენდიანტთა ტელე- ლექციების ჩაწერა. ახალგაზრდა მეცნიერები, სხვადასხვა სამეცნიერო სფეროებიდან, პოპულარულ ენაზე კითხულობენ ყველასათვის საინტერესო ლექციებს აქტუალურ თემებზე. მსგავსი ტიპის ლექციები მნიშვნელოვანი არის მეცნიერების პოპულარიზაციისათვის და ახალგაზრდების დასაინტერესებლად. ტელე-ლექციების მიზანია ხელი შეუწყოს მეცნიერების კავშირს ყოველდღიურ ცხოვრებასთან და კვლევით საქმიანობაში მეტი ახალგაზრდის დაინტერესებას.

ლეონარდო და ვინჩი

კონკურსი “ლეონარდო და ვინჩი” რუსთაველის ფონდის მხარდაჭერით ტარდება და მისი მიზანია მოსწავლე ახალგზარდებს შორის მეცნიერების პოპულარიზაცია და ინტერესის გაღვივება ინოვაციებისა და ტექნიკის მიმართ.

ფორტ-ბოიარდი

28 ნოემბერს, პროექტის „მეცნიერება კაპიტანია“ ფარგლებში, ახალციხეში - ისტორიული რაბათის ციხეში, ფორტ-ბოიარდის თამაში გაიმართა. თამაშით გათვალისწინებულ ყველა ბარიერს სამეცნიერო ხასიათი ჰქონდა. ღონისძიების მიზანი გარდა საგანმანათლებლო-გასართობი დატვირთვისა, მონაწილეებსთვის კვლევის უნარების განვითარება იყო.

ევროკავშირის სამეცნიერო სივრცეები

პროექტის „მეცნიერება კაპიტანია“ ფარგლებში, ექვს ქალაქში - თბილისში, ბათუმში, ქუთაისში, თელავში, ზუგდიდსა და ახალციხეში მოეწყო ევროკავშირის სამეცნიერო სივრცეები, რომლებიც ამავე პროექტით განხორციელებულ ესკიზების კონკურსში გამარჯვებულმა ახალგაზრდებმა მოხატეს.

კონფერენციები

მეცნიერებისა და დიპლომატიის სკოლა

მეცნიერების და დიპლომატიის სკოლა გაიმართა DAAD-ისა და შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ დაფინანსებულ მკვლევართა ჩართულობით, რომლებიც გაუძღვნენ დისკუსიებს და საქართველოს მასშტაბით მშობლიურ სკოლებში სამეცნიერო-გასართობი ლექციები დისტანციურად, ონლაინ პლატფორმის გამოყენებით ჩაატარეს.